საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რა წილი მოდის რუსეთზე, უკრაინასა და ბელარუსზე

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 5 თვეში საქართველოდან 27,385 ტონა (82,15 მლნ აშშ დოლარი), ადგილობრივი წარმოების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 27,114 ტონა (79,534 მლნ აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-მაისში ექსპორტირებული 27,385 ტონა ღვინიდან, რუსეთზე, უკრაინასა და ბელარუსზე ჯამში 75,3% მოდიოდა, მხოლოდ რუსეთზე - 61,8%. უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში რუსეთში 16,947 ტონა (47,652 მლნ აშშ დოლარი) ღვინო გავიდა, უკრაინაში - 3,113 ტონა (8,226 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ბელარუსში 570 ტონა (1,771 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 27,114 ტონიდან, 69,1% რუსეთზე, უკრაინასა და ბელარუსზე მოდიოდა, კონკრეტულად, რუსეთზე კი - 62,9%. უფრო დეტალურად, საქართველოდან 17,070 ტონა (46,103 მლნ აშშ დოლარი) ღვინო რუსეთში გავიდა, 1,154 ტონა (2,984 მლნ აშშ დოლარი) უკრაინაში, ხოლო ბელარუსში - 537 ტონა (1,696 მლნ აშშ დოლარი).

ნინი ქეთელაური