ტელეფონების როგორც იმპორტი, ისე რეექსპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოდან რეექსპორტზე 12,507 მლნ აშშ დოლარის მობილურები გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 3,530 მლნ აშშ დოლარის, 2020 წლის 5 იანვარ-მაისში კი - 97.7 ათასი აშშ დოლარის.
რაც შეეხება იმპორტს, აქაც მნიშვნელოვანი ზრდაა. 2022 წლის 5 თვეში საქართველომ 102,132 მლნ აშშ დოლარის ტელეფონები შეიძინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 80,057 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2020 წლის იანვარ-მაისში - 57,110 მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდულობთ და ვყიდით მობილურ ტელეფონებს.
ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ მობილური ტელეფონები შეიძინა:
ქვეყნები, სადაც 2022 წლის 5 თვეში საქართველოდან ტელეფონები რეექსპორტით გავიდა: