2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა.
„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა:
- ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)
- საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94 ათასი დოლარი)
- ისრაელი - 3,57 ტონა (19,66 ათასი დოლარი)
გარდა ამისა, წელს მცირე რაოდენობით თაფლის ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში - არაბთა გაერთიანებული საამიეროები, გერმანია, იაპონია, საუდის არაბეთი.
რაც შეეხება 2021 წელს, შარშან საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული მოცულობის თაფლის ექსპორტი განხორციელდა - 19 ქვეყანაში 172,9 ტონა თაფლი გავიდა (657,3 ათასი დოლარის ღირებულების).