სანამ ახალგაზრდა თაობა მას Inglourious Basterds-ისა და Django Unchained-ის რეჟისორად გაიცნობდა, კვენტინ ტარანტინომ ფართო აღიარება Pulp Fiction-ით მოიპოვა. ამ მომენტისთვის კვენტინ ტარანტინოს ქონება 120 მილიონი დოლარია და ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კინორეჟისორად ითვლება.
ტარანტინოზე მსახიობი და მოდელი დანიელა პიკი დაქორწინდა. წყვილი თელ-ავივში ცხოვრობს.
დუპლექსის ტიპის ორსართულიანი პენტჰაუსი თელ-ავივში, რამატ ავივი გიმელის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ისრაელის რეგულაციების მიხედვით, უძრავ ქონებას აქვს ჩაშენებული ბუნკერი.
წყაროების თანახმად ქონება 20 წლის წინ აშენდა. ორსართულიანი, 500 კვადრატული მეტრის სახლი გარშემორტყმულია მაღაზიებით, კაფეებითა და სპორტული დარბაზებით.
პენტჰაუსს აქვს ხუთი დიდი ლუქსი საძინებელი, ხუთი სველი წერტილი, სამი სალონი და კაბინეტი მარმარილოს იატაკით.
ინტერიერი გაფორმებულია თანამედროვე ბაროკოს ავეჯით, რაც მას ელეგანტურობას მატებს.
სახლს ასევე აქვს 95 კვადრატული მეტრი სახურავის ტერასა, რომელიც ხმელთაშუა ზღვას უყურებს.
სახლი ძირითადად გაფორმებულია თეთრ მარმარილოში. აქვს უზარმაზარი საგარდერობე და ღია ფანჯრები, სადაც ბუნებრივად აღწევს სინათლე.
ამას გარდა რეჟისორი ფლობს მდიდრულ ვილებს ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში.
წყარო: therichest.com