Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8280 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8280 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8399 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 15 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8504 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8658 ლარია.