ქირის ამონაგები ისევ უპრეცედენტოდ მაღალია და ლარიც განაგრძობს გამყარებას, რაც დადებითად მოქმედებს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2022 წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 79%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, კვლევის თანახმად, წელს ქირის ფასი 1კვ.მეტრზე 8.5 აშშ დოლარია.
რაც შეეხება გასაყიდ ფასს, უძრავი ქონების ღირებულება წლიურად 16%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის ივნისის მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვ.მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 926 აშშ დოლარს შეადგენს.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 6%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის ივნისში ჯამში - 3 557 ტრანზაქცია დაფიქსირდა.