აჭარაში ბრენდული სასტუმროების საშუალო დღიური ფასი 130-140 აშშ დოლარია

თიბისი კაპიტალის პროგნოზი აჭარაში ტურიზმის სექტორის მიმართ დადებითია. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ჩვენი მოლოდინით, 2022 წელს აჭარაში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წლის მაჩვენებლის 75%-ს მიაღწევს. ზაფხულის სეზონზე, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, საერთაშორისო ვიზიტების აღდგენა კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, 85%-ის ფარგლებში.

2022 წელს საშუალო დატვირთულობა სასტუმროებში 65%-ს მიაღწევს, ხოლო ზაფხულის სეზონზე 80%-ს ფარგლებში იქნება,“- ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციაში.

მათივე პროგნოზით, მოსალოდნელი საშუალო დღიური ფასი, აჭარაში, ბრენდულ სასტუმროებში, ზაფხულის პერიოდში 130-140 აშშ დოლარია, ხოლო 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 95 აშშ დოლარს მიაღწევს.

თაია არდოტელი