ლუდი „მილერი“ უკვე საქართველოშია

ამერიკული პრემიეუმ-ხარისხის ლუდი „მილერი“ უკვე საქართველოშია. ლუდს ქართული კომპანია „ზედაზენი“ აწარმოებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ბიზნეს გარიგება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ზედაზენის“ საწარმო, სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ მსოფლიო სტანდარტსა თუ მოთხოვნას, რაც საჭირო და აუცილებელია მაღალი ხარისხის, პრემიუმ ბრენდების წარმოებისთვის.

საქართველოში წარმოებული „მილერი“ გაიყიდება როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე ის გავა აზერბაიჯანის, სომხეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

„მილერი“ მსუბუქი, ამერიკული, პრემიუმ კლასის ლუდია. მის გემოს განსაკუთრებულს არამხოლოდ მისი რეცეპტი, არამედ ხარშვის უნიკალური ტექნოლოგია - ოთხჯერადი ფილტრაცია ქმნის.

„ყველაფერი საუკეთესო, იქმნება საუკეთესო ინგრედიენტებით“ - ამ დევიზის რეალობად ქცევისთვის, „მილერის“ ყველა მწარმოებელი კომპანია იყენებს სვიას, რომელიც სპეციალურად დამუშავებულია ლუდისთვის ნაკლებად მწარე გემოს მისანიჭებლად და სპეციალიზებულ ალაოს, რომლითაც თითოეულ ბოთლში ქმნის მდიდარ ოქროსფერ სითხეს.

მოგეხსენებათ, რომ „ზედაზენი“ გამოირჩევა თავისი ნოვატორობით ლუდის ბაზარზე. პანდემიის მიერ გამოწვეული სირთულეები ჩვენ შესაძლებლობად გარდავქმენით და ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ქართული ლუდის ბაზარი კიდევ უფრო საინტერესო გაგვეხადა. თითქმის 3-წლიანი მოლაპარაკებების, დამატებითი ინვესტიციების, ექსპერიმენტალური ხარშვის, საწარმოს აუდიტების და კომპანიის მართვაში დასავლური სტანდარტების დანერგვით, დღეს უკვე ამაყად ვაცხადებთ, რომ ლუდსახარში „ზედაზენი“ არის ლუდის ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტის “Molson Coors”- ის პარტნიორი და „მილერის“ ლიცენზიანტი ჩვენს რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. ასე რომ, „ეს ჩვენი დროა, ეს „მილერის დროა“ - აცხადებს ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი, კახაბერ კოტრიკაძე.

(R)