ჩეხეთის პოლიციამ თავის ავტოპარკს Ferrari-ს უახლესი მოდელი დაამატა, რომელიც კრიმინალებს ჩამოართვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ მოდელს 326 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. პოლიციისთვის მანქანების გადაკეთებას 12 000 ევრო დასჭირდა, რაც, თითქმის, ჰეჩბეკ Skoda-ს შესაძენი ფასია.
Ferrari 458 Italia-ს, სხვა მიზნებთან ერთად, არალეგალური საგზაო რბოლების წინააღმდეგ საბრძოლველად და მოპარული მანქანების დასადევნად გამოიყენებენ. მოდელს 3,4 წამში 100 კმ/სთ-მდე აჩქარება შეუძლია. ავტომობილს სპეციალური ზედამხედველობის დეპარტამენტი და სპეციალურად მომზადებული პერსონალი გამოიყენებს.
პოლიციის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირჟი ზლი აცხადებს, რომ Ferrari-ს ჩეხეთის გზებზე ყველაზე „აგრესიული მძღოლების“ წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ჩეხეთის პოლიცია ასობით ჩამორთმეულ მანქანას ფლობს, რომლებიც კრიმინალებს ეკუთვნოდათ. მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით სერიოზულ დანაშაულებთან საბრძოლველად იყენებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ