CNBC - ილონ მასკი Twitter-ს უჩივის

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა Twitter-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ CNBC წერს.

CNBC-ის ცნობით, მილიარდერმა სოციალური ქსელის წინააღმდეგ საპასუხო საჩივრის დეტალების გაჟღერება არ ისურვა.

როგორც გამოცემა New York Post-მა დაწერა, მასკის იურიდიული მრჩევლები იმედოვნებენ, რომ სარჩელს მასალების შეგროვებისთვის დამატებითი დროის მოსაპოვებლად გამოიყენებენ.

შეგახსნებთ, რომ Twitter-მა მასკს მას შემდეგ უჩივლა, რაც მილიარდერმა კომპანიის შეძენის შესახებ შეთანხმება დაარღვია. თავის მხრივ, მასკმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა მას მოატყუეს პლატფორმაზე არსებული ფეიკ ექაუნთების რაოდენობის შესახებ და დამალეს დეტალები. Twitter-ში უარყოფენ ამ ბრალდებას და აცხადებენ, რომ მასკმა შეთანხმების პირობები დაარღვია.

პირობების დარღვევის გამო კი, სოციალური ქსელის წარმომადგენლები ბიზნესმენისგან 1 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვენ.

ეკა დარჩიაშვილი