როგორ იქცა ლას-ვეგასი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გასართობ ცენტრად მსოფლიოში

ლას-ვეგასი, ცნობილი როგორც უბრალოდ ვეგასი, ოცდამეექვსე ყველაზე დასახლებული ქალაქია აშშ-ში. ადგილი, რომელიც “ცოდვების ქალაქად“ არის ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ტურისტული ატრაქციონია, სადაც ტურისტების ნაკადი არასდროს წყდება. თუმცა, დროთა განმავლობაში ვეგასი სტაბილურად გარდაიქმნება ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ საკურორტო ქალაქად, სადაც არის კარგი სასადილოები, საუცხოო გართობა და შეუდარებელი ღამის ცხოვრება.

Sin City თავიდან სულაც არ იყო ბრწყინვალე. ვეგასი ოფიციალურად ქალაქად 1911 წელს დაარსდა, მაგრამ ეკონომიკურ ფრონტზე თავისი ადგილი თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ დაიმკვიდრა. საკუთარი თავის შექმნა, როგორც გართობისა და მხიარულების ქალაქად, ვეგასმა 1931 წელს დაიწყო, როდესაც აზარტული თამაშების ლეგალიზება მოხდა.

“ცოდვის ქალაქის“ მოკრძალებული კონცეფცია

ლას-ვეგასი დაარსდა 1905 წელს, როდესაც აუქციონზე მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიყიდა. ქალაქად კი 1911 წლისთვის ჩამოყალიბდა.

1931 წელი აღმოჩნდა გარდამტეხი ქალაქის სამომავლო დინამიკაში, როდესაც ნევადამ კაზინოებისა და აზარტული თამაშების ლეგალიზება მოახდინა. მას შემდეგ, რაც კაზინო აზარტული თამაშები ოფიციალურად დაკანონდა, ლას ვეგასმა დაიწყო თავისი სტაბილური აღმავლობა ეკონომიკური კეთილდღეობისკენ.

1940-იან და 1950-იან წლებში ტურიზმიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავალის წყალობით, დასახლება უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რეგიონში. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ვეგასი ასევე ცნობილი იყო როგორც ატომური ქალაქი, 1963 წლამდე ბირთვული იარაღის ხშირი გამოცდის გამო.

ვეგასის მრავალი სახე

მიუხედავად იმისა, რომ ლას-ვეგასი განასახიერებს აყვავებულ და მღელვარე ატმოსფეროს, ის ასევე იყო საზარელი დანაშაულების ადგილი, რომელშიც მონაწილეობენ განგსტერები.

Sin City ასევე ასოცირდება სხვადასხვა მსხვილ ბიზნესის მაგნატებთან, რამდენიმე მილიარდ დოლარიან კორპორაციასთან, რომლებიც ნევადის ზონაში მდიდრული კურორტებისა და სასტუმროების შესაძენად ფულს ხარჯავენ.

გარდა ამისა, ლას-ვეგასის ატმოსფერო შთაგონებად იქცა რამდენიმე მსხვილბიუჯეტიანი ჰოლივუდის ფილმისთვის, რომლებმაც კიდევ უფრო გააუმჯობესეს ქალაქის ეკონომიკური გეგმა.

ვეგასში არის მსოფლიოში ყველაზე გააზრებულად აშენებული შენობები და სასტუმროები, მათ შორის, სასტუმრო სტრატოსფერო და ნეონის მუზეუმი, რომლებიც დეტალურად აღწერს საინჟინრო გამომგონებლობის მაღალ წერტილებს. დღეს იგი ერთ -ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ, ქალაქის ბიუჯეტი და წლიური ბრუნვა მილიარდებს აღწევს და შედეგი მკაცრად განსაზღვრულმა გეგმამ მოიტანა, რომელიც ვეგასის განვითარებას ეხება.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი