ფულადი გზავნილების რუსულმა სისტემამ Zolotaia Korona-მ უკვე მესამე თვეა, ლიდერის პოზიცია ისევ დაიბრუნა. მანამდე გზავნილების მიხედვით ლიდერი Ria იყო, რომელზეც ბაზრის 20-25% მოდიოდა.
სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მარტში ჩარიცხვებში Zolotaia Korona-ს წილი მხოლოდ 14,1% იყო, აპრილიდან კი, მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულად გაიზარდა, ამ სისტემის წილმა მთლიან ჩარიცხვებში 30%-ს გადააჭარბა და მაისში 41,2%-საც კი მიაღწია. ამ დროს კი Ria-ს წილი 9-14%-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან 2020 წლის იანვრამდე პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებდა. 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილამდე კი ფულად გადმორიცხვებში ლიდერი სისტემა Ria იყო.
საქართველოში ფულადი გადმორცხვები სისტემების მიხედვით, 2022 წლის ივნისი:
ცნობისათვის, 2022 წლის ივნისში საქართველოში 427,354 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა. თანხის 54.16% კი რუსეთიდან გადმოირიცხა.