არის რესტორნები, სადაც აბსოლუტურად რუსული პერსონალი გემსახურება - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან" „საქართველო ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ თანადამფუძნებელი, ქეთი მელაძე აცხადებს.
მისი თქმით, საკითხის რეგულირებისთვის არავითარი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს.
„ბათუმიდან ჩამოვედი და გაოცებული ვარ, არის რესტორნები, სადაც აბსოლუტურად რუსული პერსონალი გემსახურება. ასეა გიდების შემთხვევაშიც, სადაც გაურკვეველია, რა ხდება და როგორ.
ტურისტების მაღალი შემოდინების ფონზე, ჩვენებიც ნამდვილად დასაქმებულები არიან ამ სეზონზე, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილია რუსულ და თურქულენოვანი გიდები, რომლებიც ისტორიას მიზანმართულად ამახინჯებენ და ისე აწვდიან სტუმრებს. ამის საწინააღმდეგოდ არ არსებობს არავითარი საკანონმდებლო ბაზა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ჩვენთან არ არის, ასეა ბევრ ქვეყანაში. ასე რომ ვერ ვიტყვით, რომ ამაში რამე უკანონოა, რადგან საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. ფაქტია, რუს ტურისტებს, რუსი გიდები ემსახურებიან. რესტორნებში კი მომსახურე პერსონალი და შეფ მზარეულებიც რუსები არიან", - განაცხადა ქეთი მელაძემ.
მისი თქმით, სხვა დარგების მსგავსად, კადრების დეფიციტი გიდების სექტორშიცაა.
,,გიდების დიდი ნაწილი პანდემიის და შეზღუდვებს ფონზე, გადანაწილდნენ სხვა სექტორებში. ასევე, სარესტორნო ბიზნესიდანაც, ალბათ, ესეც იყო გამომწვევი, რომ თავისუფალი ადგილები ჩანაცვლდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებით. ეს ძალიან რთული თემაა. ხალხი რომელიც მომსახურების სფეროში უნდა დასაქმდეს, აღარ არის ქვეყნის შიგნით და ჩამოსული ადმიანები ითვისებენ ამ სამსახურებს. გიდების შემთხვევაში, 20%-იანი დეფიციტია პანდეიმიამდელ მაჩვენებელთან შედარებით. სწორედ ამ, ცარიელს ადგილს იკავებენ უცხოელები“, - განაცხადა ქეთი მელაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“