რა დაჯდა ბათუმში ახალი სკვერის მოწყობა

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, დღეს ახალი სკვერი გაიხსნა. სკვერის მოსაწყობად ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან 2 497 388 ლარამდე დაიხარჯა. სკვერში შადრევანი და საბავშვო ატრაქციონები განთავსდა.

სკვერი 2 552 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, რომელიც 2016 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის შინაგან საქმეთა სამინისტროზე სარგებლობის უფლებით იყო გადაცემული, მანამდე კი აჭარის მთავრობის საკუთრებას წარმოადგენდა.

2021 წლის ოქტომბერში, ნაკვეთი ბათუმის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უვადო სარგებლობის უფლებით გადასცა.

298877586-5638843316146053-9077420620494063998-n-1660299986.jpg

ეკა დარჩიაშვილი