ბოლო 24 საათში, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგში ცვლილებაა. ილონ მასკმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რეიტინგის სათავეში იყო, 24 საათში 133.5 მლრდ დოლარი დაკარგა და ახლა, „ფორბსის“ მილიარდერების ჩამონათვალში მე-4 ადგილზეა. მის ანგარიშზე ამ დროისთვის 129.4 მლრდ დოლარია.
პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი კი ბერნარ არნო გახდა, რომლის ქონებაც 166.9 მლრდ-ია. მეორე ადგილზეა ჯეფ ბეზოსი - 158,3 მლრდ დოლარით, მესამე ადგილზე კი, ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანია - 140,3 მლრდ დოლარით.
ილონ მასკის ქონების ასეთი შემცირების ძირითადი მიზეზი Tesla-ს აქციებზე ფასების ვარდნა გახდა. ოთხშაბათს, ერთდროულად კომპანიის აქციების ფასი 892 დოლარიდან 297 დოლარამდე დაეცა, რაც განპირობებული იყო კომპანიის აქციების სამად გაყოფით (3:1 stock split). სამად გაყოფის შედეგად, ინვესტორები Tesla-ს თითოეული აქციის სანაცვლოდ სამ აქციას მიიღებენ, თუმცა მათი ჯამური ღირებულება და, შესაბამისად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია არ შეიცვლება. ცნობისათვის, Tesla-ს ხელმძღვანელობამ კომპანიის აქციების გაყოფის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში მიიღო.