საქართველოდან ადგილობრივი წარმოების საკვები და სასმელი პროდუქტის 40%-ზე მეტი რუსეთში გადის

წელს, იანვარ-ივლისში საქართველოში წარმოებული საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 443,996 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, აქედან 43%-ზე მეტი, კერძოდ, 191 887 მლნ აშშ დოლარის რუსეთში გავიდა. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (25 913 მლნ აშშ დოლარი), უკრაინა (25 913 მლნ აშშ დოლარი) და სომხეთი (20 371 მლნ აშშ დოლარი).

უფრო კონკრეტულად, "ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ, ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც წელს ადგილობრივი წარმოების საკვები და სასმელი პროდუქტები ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა.

  • რუსეთი - 191 887 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 26 500 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 25 913 მლნ აშშ დოლარი
  • სომხეთი - 20 371 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 20 332 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 18 992 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 12 388 მლნ აშშ დოლარი
  • ბელარუსი - 11 926 მლნ აშშ დოლარი
  • პოლონეთი - 11 475 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 11 200 მლნ აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური