შვეიცარული ბანკი Credit Suisse დაახლოებით 5000 სამუშაო ადგილის შემცირების შესაძლებლობას განიხილავს.
სამუშაო ადგილების პოტენციური შემცირების მასშტაბები ხაზს უსვამს ახალ გამოწვევას, რომლის წინაშეც Credit Suisse-ი და მისი ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ულრიხ კოერნერი არიან. იგი ცდილობს, მთელი რიგი სკანდალების შემდეგ ბანკი საწყის მდგომარეობას დაუბრუნოს.
შვეიცარულმა ბანკმა უარყო ვარაუდი მისი შესაძლო გაყიდვის ან დაშლის შესაძლებლობის შესახებ.
როგორც Credit Suisse-ის წარმომადგენელი აცხადებს, საშუალოვადიან პერსპექტივაში ის ხარჯებს 15,8 მილიარდ დოლარამდე შეამცირებს, თუმცა თუ რესტრუქტურიზაციის ხარჯები, მათ შორის სამუშაო ადგილების შემცირების შედეგად მილიარდებს მიაღწევს, ბანკს შეიძლება ასევე დასჭირდეს მეტი კაპიტალის მოზიდვა.
შეგახსენებთ, რომ ბანკის ყველაზე დიდი ზარალი ბოლო პერიოდში ამერიკული Archegos Capital Management-ის დეფოლტის გამო მოხდა, რომლის ოდენობაც 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ივნისში, Credit Suisse-ი ასევე იმის გამო გაასამართლეს, რომ ბულგარული კოკაინის ტრეფიკინგის დაჯგუფების მიერ შვეიცარიის პირველ კრიმინალურ სასამართლო პროცესზე მისი ერთ-ერთი მთავარი ბანკის მიმართ ფულის გათეთრება ვერ აღკვეთა.
იმის ნიშნად, რომ Credit Suisse-ი ელოდება თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, აღმასრულებელი დირექტორი კვლავ დიდ ფსონებს დებს ჩინეთზე და მომავალ წელს ბიზნესის წამოწყებას სწორედ იქ გეგმავს.
მომავალ წელს, ბანკი მიზნად ისახავს ჩინეთში ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების საწარმოს სრული საკუთრების უზრუნველყოფის ფონზე სიმდიდრის მართვის სერვისების შეთავაზება დაიწყოს.