საქართველოში სუფრის ყურძენი ძვირდება - რა ღირს პროდუქტი ბაზარზე

საქართველოში სუფრის ყურძენი ძვირდება. EastFruit-ის ანალიტიკოსების კვლევით, თეთრ ყურძენზე საშუალო საბითუმო ფასი კილოგრამზე 1,70 ლარს, ხოლო წითელი ყურძნის შემთხვევაში 2,00 ლარს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლიური ფასის ზრდა 10-30%-ია.

აქამდე, მაღალი ფასების რეკორდი 2021 წელს დაფიქსირდა. გარდა იმისა, რომ საქართველოში ხილის, თხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლები ხშირად აფიქსირებენ წარმოებისა და მოვლის ხარჯების ზრდას, ბაზრის კვლევამ სუფრის ყურძნის ბიზნესში გარკვეული სპეციფიკური განვითარება გამოავლინა.

ამ სეზონზე სუფრის ყურძნის საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა გაფუჭდა, რაც წვიმიანმა ამინდებმა განაპირობა. ფერმერები, რომლებიც ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ, იძულებულები გახდნენ გადასამუშავებელი ყურძენი მესამედ ან მეოთხედ ფასად გაეყიდათ.

საცალო ქსელები ყოველწლიურად სულ უფრო მეტ სუფრის ყურძენს ითხოვენ, რადგან ეს სექტორი სწრაფად ვითარდება. ბოლო დროს, ქვეყანაში დიდი რაოდენობით უცხოელი ვიზიტორების შემოსვლა კი, მასზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის.

ეკა დარჩიაშვილი