2022 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7 პროცენტით განისაზღვრა.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ საკვებ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფდა:
- ბადრიჯანი - 44,90%
- კიტრი - 44,06%
- კომბოსტო - 39,89%
- ჭარხალი - 28,93%
- წიწაკა - 24,13%
- კარტოფილი - 22,18%
- სტაფილო - 19,78%
- ყურძენი - 16,69%
- ატამი - 14,21%
- ლიმონი - 8,92%
- ვაშლი - 7,42%
- მსხალი - 5,36%
- პომიდორი - 4,34%