შონ პენი და ბენ სტილერი რუსეთში ვეღარ შევლენ. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის მოქალაქეების მიმართ მზარდი პირადი სანქციების საპასუხოდ, რუსეთში შესვლის აკრძალვა შემოღებულ იქნა აშშ-ს კონგრესის წევრების, მაღალი რანგის ოფიციალური პირების, ბიზნეს და ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბენ სტილერი და შონ პენი, ცოტა ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდნენ და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ.