„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია პალიტრანიუსის „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში ფასების ზრდის ტემპი მიმდინარე წლის განმავლობაში აგრესიულად შემცირება. ამასთან, მისივე თქმით, 2023 წლის ივლისში სავარაუდოდ ფასები არა თუ გაიზრდება, არამედ შემცირდება.
„არსებულ რეალობაში ინფლაცია ისევ მაღალია, თუმცა ვხედავთ, რომ წინა თვეებთან შედარებით ფასების შემცირება ხდება. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლომდე შესაძლოა, ინფლაცია 7%-მდე შემცირდეს. ცხადია, ეს მაჩვენებელიც მაღალია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ფასები საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა.
იმ შემთხვევაში, თუ ასე გაგრძელდა სასაქონლო ფასების დინამიკა და ლარის კურსი იყო სტაბილური, მე ვფიქრობ, რომ მომავალ წელს იგივე ივლისი რომ ავიღოთ, ჩვენ გვექნება ფასების კლება, ანუ დეფლაცია“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.
აქვე იმასაც შეგახენებთ, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მიმდინარე წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 10.9% შეადგინა.