რამდენიმე წიგნის ავტორი მილიონერი, ძვირად ღირებული ვილებით და ბობოქარი წარსულით - ვინ არის ელიზაბეტ ტრასი, რომელიც ბორის ჯონსონს ცვლის

მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ დიდ ბრიტანეთს მესამე ქალი პრემიერ-მინისტრი, მერი ელისაბედ ტრასი ჰყავს.

„კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა, რომელიც სკანდალურ ბორის ჯონსონს შეცვლის, კენჭისყრაში მისი მოწინააღმდეგე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რიში სუნაკი დაამარცხა. ამომრჩეველთა აქტივობამ 82.6% შეადგინა. ლიზ ტრასმა 81 326, ხოლო ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კი 60 399 ხმა მიიღო.

ლიზ ტრასის პოლიტიკური კერპი მარგარეტ ტეტჩერია. „რკინის ლედი“, რომელმაც მსოფლიო შეცვალა, 1975 -1990 „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი იყო. 32 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ისევ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი, ისევ ქალი - ელისაბედ ტრასი ხდება.

gfd-1662453979.jpg

მერი ელიზაბედ ტრასი 2010 წლიდან სამხრეთ-დასავლეთ ნორფოლკის პარლამენტის წევრია. დევიდ კამერონის, ტერეზა მეისა და ბორის ჯონსონის დროს სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.

2021 წლიდან საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა. 2019 წლიდან კი ქალთა და თანასწორობის საკითხების მინისტრი იყო.

საინტერესოა, ვინ არის მილიონერი, ყოფილი ლიბერალ-დემოკრატი აქტივისტი, რომელმაც მოულოდნელად პოლიტიკური კურსი რადიკალურად შეიცვალა?

sd-1662454013.jpg

ლიზ ტრასი მშობლებთან ერთად

ბავშვობა

მერი ელიზაბეტ ტრასი 1975 წლის 26 ივლისს ინგლისში, ჯონ კენეტსა და პრისცილა მერი ტრასის ოჯახში დაიბადა.

მისი მამა ლიდსის უნივერსიტეტში მათემატიკის დამსახურებული პროფესორი იყო. დედა კი მედდა და ბირთვული განიარაღების კამპანიის წევრი იყო.

როდესაც ტრასი 4 წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად შოტლანდიაში, რენფრევშირში გადავიდა, სადაც 1979 წლიდან 1985 წლამდე იცხოვრეს. პატარა ლიზი დაწყებით სკოლაში სწავლობდა.

მოვიანებით ტრასმა სწავლა რაუნდჰეის სკოლაში გააგრძელა, საიდანაც არც თუ სასიამოვნო მოგონებები დარჩა. შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში კანადაში სწავლობდა. იქ გატარებული მოკლე პერიოდი მომავალი პრემიერ-მინისტრისთვის გამორჩეულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

klll-1662454069.jpg

ლიზ ტრასი კანადაში სწავლის დროს კლასელებთან ერთად

„კანადაში არსებული საგანმანათლებლო სისტემა საქებარია, განსხვავებით რაუნდჰეისგან“, - აღნიშნავს ტრასი, რომელიც თანაკლასელებს „კლასის საუკეთესო, მეამბოხე მოსწავლედ“ დაამახსოვრდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ჰქონდა ძლიერი ინტერესი სოციალური საკითხების მიმართ. სურდა შეეცვალა უსახლკაროთა ცხოვრება. ოქსფორდში, მერტონის კოლეჯში სწავლისას კი, რომელიც 1996 წელს დაამთავრა, განსაკუთრებით აინტერესებდა ფილოსოფია, პოლიტიკა და ეკონომიკა.

ოქსფორდის უნივერსიტეტში ტრასი ლიბერალ-დემოკრატების პრეზიდენტი და ლიბერალ-დემოკრატი ახალგაზრდების ეროვნული აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო. სწორედ იმ პერიოდში დაუჭირა მხარი ახალგაზრდა ლიზმა კანაფის ლეგალიზაციას და მონარქიის გაუქმებას. აწარმოებდა კამპანიას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ.

oooo-1662454125.jpg

(1994 წელი, სტუდენტი ელიზაბედ ტრასი მონარქიის გაუქმების მოთხოვნით გამოდის)

ოქსფორდში, კოლეჯის დასრულების შემდეგ, 1996 წელს ტრასმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და „ლიბერალ-დემოკრატიული“ მოძრაობის პრეზიდენტი, არც მეტი, არც ნაკლები „კონსერვატიულ პარტიას“ შეუერთდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო მისი სამომავლო პოლიტიკური კარიერის ეფექტური ტრამპლინი...

პროფესიული კარიერა

1996 წლიდან 2000 წლამდე ტრასი Shell-ში მუშაობდა. 1999 წელს იგი დააწინაურეს და კომპანიის მენეჯმენტის ბუღალტერი გახდა.

2000 წელს ტრასი დასაქმდა Cable & Wireless-ში, სადაც რამდენიმე წლიწადში დააწინაურეს და 2005 წელს ეკონომიკური დირექტორი გახდა.

პირველი ორი არჩევნების წაგების შემდეგ, ტრასი 2008 წლის იანვარში რეფორმის დირექტორის მოადგილე გახდა. ის მხარს უჭერდა მკაცრ აკადემიურ სტანდარტებს სკოლებში, უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე.

oooogd-1662454175.jpg

thetimes.co.uk

პოლიტიკური კარიერა

1996 წელს „კონსერვატიული პარტიის“ წევრობიდან ორი წლის შემდეგ - 1988 წელს ტრასი Lewisham Deptford-ში (Lewisham Deptford არის საპარლამენტო ოლქი, რომელიც წარმოდგენილია გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატაში 2015 წლიდან), „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარედ იყო წარმოდგენილი.

1998 წელს გრინვიჩის ლონდონის უბნის საბჭოს არჩევნებში (ვანბრუგის ოლქი) და 2002 წელს (ბლექჰით ვესტკომბში) ტრასმა არჩევნებში ორჯერ განიცადა მარცხი. თუმცა, 2006 წლის 4 მაისს იგი აირჩიეს ელთამ საუთის მრჩევლად გრინვიჩის ლონდონის დაბის საბჭოს არჩევნებში.

ტრასი 2012 წლიდან 2014 წლამდე მსახურობდა სახელმწიფო მდივნის მოადგილედ განათლების საკითხებში, სანამ კამერონი გარემოს დაცვის, სურსათისა და სოფლის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა.

იგი ცდილობდა გაეუმჯობესებინა ბრიტანული სტანდარტები მათემატიკაში იმის შიშით, რომ ბავშვები ჩამორჩებოდნენ აზიის ქვეყნებს.

მას შემდეგ, რაც 2016 წლის ივლისში კამერონი გადადგა, ლიზი იუსტიციის სახელმწიფო მდივნად და ლორდ კანცლერად დაინიშნა. იგი გახდა პირველი ქალი ლორდ კანცლერი ოფისის ათასწლიან ისტორიაში. თუმცა მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ვერ იცავდა მოსამართლეებს.

2017 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ ტრასი ხაზინის მთავარ მდივნად დაინიშნა.

lllkk-1662454222.jpg

2019 წელს კი ელისაბედი „კონსერვატორების“ ლიდერად ბორის ჯონსონის დანიშვნის ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი იყო. სწორედ ჯონსონმა დანიშნა იგი სახელმწიფო მდივნად საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში და სავაჭრო საბჭოს პრეზიდენტად.

2021 წლის კაბინეტის ცვლილებების დროს ლიზ ტრასი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. 2021 წლის დეკემბერში კი ევროკავშირთან ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სპიკერი და გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთის პარტნიორობის საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.

ჯონსონის გადადგომის შემდეგ, 2022 წლის „კონსერვატიული პარტიის“ ხელმძღვანელობის არჩევნებში სწორედ ტრასმა გაიმარჯვა.

ssss-1662454256.jpg

ოჯახი

ლიზ ტრასს ჰყავს მეუღლე ჰიუ ო'ლირი და ორი ქალიშვილი - ფრენსისი და ლიბერტი. შვილების შესახებ მედიაში ბევრი რამ არ არის ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, უფროსი ქალიშვილი ფრენსისი ამ წლის მარტში 16 წლის გახდებოდა, რადგან ტრასმა 2020 წელს Instagram-ის პოსტი გააზიარა, რომელშიც ფრენსისი 14 წლის იყო.

მისი უმცროსი ქალიშვილი ლიბერტი, ნოემბერში სავარაუდოდ 14 წლის გახდება.

fgggg-1662454308.jpg

2018 წელს Pienaar's Politics-თან ინტერვიუში ტრასმა აღნიშნა, რომ ქალიშვილების მობილური მოწყობილობა დამალა, რადგან ისინი მათთან დიდ დროს ატარებდნენ.

„მე ცნობილი ვარ, როგორც ტელეფონების ციხის უფროსი ჩვენს ოჯახში“, - აცხადებდა გამოცემასთან ლიზი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტი Instagram-ზე ხშირად აქვეყნებს ოჯახურ სურათებს, სადაც ჩანს, რომ ისინი პიკნიკზე, დასასვენებლად ხშირად დადიან. შაბათ-კვირას კი ოჯახი სასურველ კერძს ერთად ამზადებს და დროს კარგად ატარებენ. თუმცა მათი სახეების გამოჩენას ერიდება.

llll-1662454338.jpg

რაც შეეხება ჰიუ ო'ლირს, ცნობილია, რომ წყვილი ერთმანეთს 1997 წელს ბლექპულში, “კონსერვატიული პარტიის“ კონფერენციაზე შეხვდა - ეს ნამდვილად იყო ცუდი პერიოდი პარტიისთვის, მაგრამ ბედნიერი პერიოდი ახალგაზრდა წყვილისთვის.

2019 წელს ჟურნალ You Magazine-თან საუბრისას, ტრასმა თქვა, რომ მაშინ ჰიუმ ის ყინულზე სასრიალოდ დაპატიჟა, სადაც მან ფეხი მოიტეხა. სწორედ ამ შეხვედრიდან სამი წლის შემდეგ შედგა წყვილის ქორწილი.

მეუღლის მსგავსად, მისტერ ო'ლერის სურდა ჩართულიყო პოლიტიკაში და 1998, 2002 და 2006 წლებში სცადა სამხრეთ ლონდონში, გრინვიჩის საკრებულოში მოხვერდილიყო, თუმცა წარუმატებლად.

2006 წელს, წყვილმა კრიზისული პერიოდი გაიარა, როდესაც ლიზ ტრასისა და მის თანამემამულე კონსერვატორ მარკ ფილდს შორის არსებული რომანის დეტალები გახდა ცნობილი...

მოგვიანებით ამან პარტიის წევრების უკმაყოფილებაც გამოიწვია. რასაც ლიზის ემოციური პოზიცია მოჰყვა:

"მე ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო. ეს არის შეცდომა, რომელიც დავუშვი და რაც შეგვეხება მე და ჩემს ქმარს, ეს არის წყალი ხიდის ქვეშ", - განაცხადა მაშინ ტრასმა.

111-1662454376.jpg

ქონება და მილიონები

moneytransfers.com-ის ინფორმაციით ლიზ ტრასის წმინდა ქონება 8.4 მილიონი ფუნტი სტერლინგია, რაც დაახლოებით 10 მილიონ დოლარს უტოლდება.

„თუ გავითვალისწინებთ მის მომგებიან კარიერას Shell-ში, მინისტრის თანამდებობას და რამდენიმე წიგნის გამოშვებას, მისი გამომუშავებული ფინანსები არ არის გასაკვირი“, - წერს გამოცემა.

საზოგადოების ყურადღება მიიპყრო იმანაც, თუ რაში ხარჯავს 47 წლის პოლიტიკოსი ფულს. ეს არის მისი პირადი თვითმფრინავით მოგზაურობა ავსტრალიაში. The Independent-ის ცნობით, ფრენის ღირებულება 500 000 ფუნტზე მეტი იყო.

გარდა მილიონებისა, ოჯახი ფლობს ძვირად ღირებულ ვილას თეტფორდში, რომელიც 2010 წელს 180,000 ფუნტად შეიძინეს. ამჟამად, ქონების ღირებულება უცნობია, მაგრამ Rightmove-ზე გასაყიდი ფართობის შედარებითი საკუთრება საშუალოდ 336,506 ფუნტად ფასდება.

ტრასს აქვს მეორე უძრავი ქონება ლონდონში, რომლის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.

112-1662454414.jpg

ლიზ ტრასი ასევე ფლობს 115-ოთახიან სახლს, Chevening House-ს.

3000 ჰექტარზე განთავსებულ ძვირფას ვილას აქვს საკუთარი ოფიციალური ვებგვერდი, სადაც ნათქვამია, რომ ბაღები მოიცავს: „ტბას, ლაბირინთს, სამზარეულო ბაღს და სხვა კომფორტს, რომელიც მსგავსი ძვირად ღირებული ნაგებობებისთვის არის დამახასიათებელი“.

გარდა ამისა, სახლს აქვს 530 ჰექტარზე მეტი შერეული ტყის მიმდებარე ტერიტორია.

თეონა რამაზაშვილი