ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა - ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა მიაღწიეს „პრინციპულ შეთანხმებას“, რათა შეზღუდონ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების მათ ქვეყნებში გადაადგილება.
რინკევიჩის თქმით, შეზღუდვების ბოლო ნიუანსები ქვეყნებმა ერთმანეთში უკვე შეათანხმეს.
გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ შენგენის ვიზა, ამ სამ ქვეყანაში არ დაიშვებიან. გამონაკლისი მხოლოდ ჰუმანიტარული მისია, სატვირთო მანქანის მძღოლები, დიპლომატიური მისიით და ოჯახური მიზეზებით ჩასული მოქალაქეები იქნებიან.
შეთანხმება ძალაში 10 დღეში შევა.