ლარის გაუფასურების მიუხედავად საწვავის ფასი შემცირებას გააგრძელებს - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა პალიტრანიუსის „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, შემცირება უკვე დაწყებულია და ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი საშუალოდ 45 თეთრით გაიაფდა.
„უკანასკნელი 20 დღის განმავლობაში ლარი დოლართან 15 პუნქტით გაუფასურდა. ეს ნიშნავს იმას, რომ საწვავის თვითღირებულება 15 თეთრით არის გაზრდილი. შესაბამისად, როცა ლარის გაუფასურებას ვხედავთ, მაშინ საწვავზე ფასების კლების ტემპი შედარებით დაბალი იქნება, ვიდრე ეს ლარის სტაბილურობის დროს მოხდებოდა. ცხადია, ფასების კლება ლარის გაუფასურებამ გარკვეულწილად შეაფერხა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საწვავი არ გაიაფდება, პირიქით, საწვავი მაინც გაიაფდება, თუმცა ფასების შემცირების ტემპი შედარებით დაბალი იქნება“. - აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.