მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში ფასების დონის ზრდის ტემპი შედარებით შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ დონეზეა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ ქვეყანაში 10.9% შეადგინა.
ამასთან, ქვეყანაში ინფლაცია 10.9% კი არის, თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ყველაზე მნიშვნელოვან სასაქონლე ჯგუფზე გაცილებით მეტად გაიზარდა:
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2022 წლის აგვისტოში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 80.21% შეადგინა. ხოლო იმ ჯგუფების ჩამონათვალი, სადაც ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, ასე გამოიყურება:
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამეზობლოში ფასები ყველაზე სწრაფად სწორედ თურქეთში იზრდება.
აზერბაიჯანში ფასების საერთო დონის ზრდის ტემპი საქართველოს მსგავსად შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რასაც ცხადყოფს აგვისტოს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა ქვეყანაში 13% შეადგინა, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავ მაღალია.
გარდა ამისა, ფასები ზრდის ტემპი კვლავ მაღალია რუსეთშიც, სადაც წლიური ინფლაციის დონემ აგვისტოში 15.1% შეადგინა. რაც შეეხება სომხეთს, ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ფასების საერთო დონე 9.1%-ით გაიზარდა.