ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხი წევრი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით სანქცირებულია.
სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლე ქეთევან ხარაიძეს. ივანიშვილების დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს ტიტე მამაცაშვილს. ასევე, სამ ქართველს - ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან.
„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ აკრძალვებისა და შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც 256-ვე სანქცირებული პირის შემთხვევაში იდენტურია:
- 1) აქტივების ბლოკირება - გამოყენებისა და განკარგვის უფლების დროებით ჩამორთმევა, როგორც ფიზიკური ასევე, იურიდიული პირების შემთხვევაში. შეზღუდვა აგრეთვე ეხება პირდაპირ და იურიდიულ ფლობას (სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების მეშვეობით) . შინაარსით იდენტურია მათი განკარგვის უფლების განხორციელების შემთხვევაშიც;
- 2) სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვა (სრული შეწყვეტა);
- 3) უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვა, ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა (სრული შეწყვეტა);
- 4) უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენცია;
- 5) ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერება;
- 6) ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმება ან შეჩერება, რომელთა მიღება (ხელმისაწვდომობა) არის გარკვეული სახის საქმიანობის განხორციელების პირობა, კერძოდ, წიაღით სარგებლობის სპეციალური ნებართვების გაუქმება ან შეჩერება;
- 7) უცხო სახელმწიფოს რეზიდენტებისა და უცხო სახელმწიფოს რეზიდენტების მიერ პირდაპირ ან ირიბად კონტროლირებად ან მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედი პირების პრივატიზაციაში, სახელმწიფო ქონების იჯარაში მონაწილეობის აკრძალვა;
- 8) უკრაინის ტერიტორიულ ზღვაში, მის შიდა წყლებში, პორტებსა და თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცეში უცხოური არასამხედრო გემებისა და სამხედრო გემების შესვლის აკრძალვა ან შეზღუდვა ან უკრაინის ტერიტორიაზე დაშვება (სრული აკრძალვა);
- 9) უკრაინის ეროვნული ბანკის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის აკრძალვა უცხო ქვეყანაში ინვესტიციებისთვის, ვალუტის ღირებულებების განთავსება ანგარიშებსა და დეპოზიტებზე უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;
- 10) უცხო ქვეყნიდან უკრაინაში იმპორტის ნებართვების, ლიცენზიების გაცემის ან უკრაინიდან ვალუტის ღირებულების ექსპორტის შეჩერება და უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ გაცემული საგადახდო ბარათებისთვის ნაღდი ფულის განაღდების შეზღუდვა;
- 11) ტექნოლოგიების გადაცემის აკრძალვა. ასევე, სანქცირები ვრცელდება ინტელექტუალური საკუთრების ფლობაზე.
- 12) უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა, სხვა სახის აღიარება;
- 13) მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების/შეძენის აკრძალვა.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი გუშინ, 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
იხილეთ ასევე: უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი დაასანქცირა