2023 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოს მთავარი ექსპორტიორი სომხეთია. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მეზობელ ქვეყანაში ექსპორტი წლიურად 121.7%-ით გაიზარდა და 440.008 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ტოპ-10 პროდუქტს, რომლის ექსპორტიც განხორციელდა სომხეთში მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში.
- მსუბუქი ავტომობილები, შიგაწვის ძრავით ნაპერწკლოვანი ანთებით უკუქცევით-წინსვლითი მოძრავი დგუშით, ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით 1500 სმ³-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 3000 სმ³-ისა - 103.776 მლნ აშშ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები, შიგაწვის ძრავით ნაპერწკლოვანი ანთებით უკუქცევით-წინსვლითი მოძრავი დგუშით, ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით 3000 სმ³-ზე მეტი - 30.831 მლნ აშშ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები, შიგაწვის დგუშიანი ძრავით შეკუმშვით აალებადი (დიზელით ან ნახევარდიზელით), ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით 2500 სმ³-ზე მეტი - 21.178 მლნ აშშ დოლარი;
- ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, განკუთვნილი 10 კაცის და მეტის გადასაყვანად, შიგაწვის ძრავით შეკუმშვით აალებადი - 19.571 მლნ აშშ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები, შიგაწვის ძრავით ნაპერწკლოვანი ანთებით უკუქცევით-წინსვლითი მოძრავი დგუშით, ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით 1000 სმ³-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 1500 სმ³-ისა - 16.568 მლნ აშშ დოლარი;
- ერთციცხვიანი ფრონტალური სატვირთველები - 8.441 მლნ აშშ დოლარი;
- წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი დაგრანულები თევზისა ან კიბოსნაირებისაგან, მოლუსკებისა ან წყლის სხვა უხერხემლოებისაგან - 7.287 მლნ აშშ დოლარი;
- წყლები, მინერალურისა და გაზიანის ჩათვლით, შაქრისა და სხვა დამატკბობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთიერებების შემცველობით - 5.954 მლნ აშშ დოლარი;
- თვლიანი ტრაქტორები ნახევრადმისაბმელებისათვის - 5.570 მლნ აშშ დოლარი;
- სრულსაბრუნი მანქანები - 5.172 მლნ აშშ დოლარი.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში, სანქციებისა თუ სხვა გარემოებების გამო, იმპორტიორებმა დასავლეთიდან სხვადასხვა პროდუქციის, მათ შორის ავტომობილების, შეტანის ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ სომხეთს ხშირად ასახელებენ სანქციებისგან თავის არიდებაში შესაძლო დამხმარე რგოლად. ახლა კი, გაზეთ Financial Times-მა (FT) საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სომხეთიდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტის სქემა დეტალურად გაშიფრა. გამოცემა წერს, რომ ექსპორტი 200-ჯერ გაიზარდა, ხოლო ავტომობილების უმეტესობა, რომელიც რუსეთში სომხეთიდან შედის, მანამდე აშშ-დან საქართველოში ფოთის პორტით ჩადის.
იხილეთ ასევე: აშშ-საქართველო-სომხეთი-საქართველო-რუსეთი - Financial Times-მა ავტომობილების ექსპორტზე სანქციების გვერდის ავლის სქემა გაშიფრა