წელს აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკვებ პროდუქტებს შორის, ყველაზე მეტად მწვანილი გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ფასის ზრდამ 75% შეადგინა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ წელს იმპორტთან ერთად, გაიზარდა ადგილობრივი ექსპორტიც, შემოტანილი პროდუქტის ფასი კი 4-ჯერ ნაკლებია, ადგილობრივად წარმოებულზე.
ამასთან, წელს საქართველოს მწვანილის შემოტანა უფრო იაფი დაუჯდა, ვიდრე გასულ წელს.
საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვეში საქართველომ 1,209 ტონა (341.9 ათასი დოლარი) მწვანილის (ჩამონათვალშია მწვანილის სახეობების 80%) იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის რაოდენობრივ მაჩვენებელზე 79%-ით მეტია, თანხობრივზე კი - მხოლოდ 34%-ით. უფრო კონკრეტულად, თუ შარშან 8 თვეში 1 კგ პროდუქტი საშუალოდ, 0,37 აშშ დოლარი უჯდებოდა, წელს 0,28 აშშ დოლარი უჯდება.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 2023 წლის 8 თვეში 2,861 ტონა პროდუქტი 3,362 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ 1 კგ პროდუქტს ქვეყანა საშუალოდ, 1,17 დოლარად ყიდის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც წელს მწვანილის ძირითადი სახეობები შემოვიდა:
ქვეყნები, სადაც წელს 8 თვეში ადგილობრივ წარმოების მწვანილის ძირითადი სახეობები გავიდა:
იხილეთ ასევე: „მწვანილის სერიოზული კრიზისია ახლა საქართველოში“- რატომ გაიზარდა პროდუქტის ფასი
მწვანილი, ხილი, ბოსტნეული - რა გაძვირდა ყველაზე მეტად გასულ თვეში