სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8%-ით განისაზღვრა.„
ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც ფასი გასულ თვეს ყველაზე მეტად შემცირდა:
- წიწიბურა - 45,27%
- მზესუმზირის ზეთი - 33,82%
- კარტოფილი - 33,66%
- მარგარინი - 20,89%
- ნიგოზი - 17,10%
- ლიმონი - 15,07%
- კიტრი - 14,73%
- მანის ბურღული - 14,08%
- შაქარი - 11,79%
- ბადრიჯანი - 10,84%
იხილეთ ასევე:
ყურძენი, თაფლი, ხორცი - 10 პროდუქტი, რომელიც ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა