ბინები, აგარაკები, მიწის ნაკვეთები - რა ქონებას ფლობს სებ-ის საბჭოს ახალი წევრი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოდან 3 წევრის წასვლის შემდეგ, პარლამენტმა ორ ახალ წევრად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი გასულ წლის შემოდგომაზე აირჩია.

„ბიზნესპრესნიუსმა“ ნანა ყეინიშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა, ამჯერად გთავაზობთ თეიმურაზ ხომერიკის ქონებრივ დეკლარაციას.

გასული წლის ნოემბერში შევსებული დოკუმენტის მიხედვით, თეიმურაზ ხომერიკის საკუთრებაშია: 173,7 კვ.მ ბინა დედაქალაქში, რომლის ღირებულება 105 000 აშშ დოლარია, მიწის ნაკვეთი ოზურგეთში (8000 აშშ დოლარი), არასაცხოვრებელი ფართი (15 000 აშშ დოლარი) და მიწის ნაკვეთი (2000 აშშ დოლარი) თბილისში.

გარდა ამისა, მის სახელზეა, მემკვიდრეობით გადაცემული, ბახმაროში მდებარე აგარაკის 40%, ბინა თბილისში და საცხოვრებელი სახლი თხინვალში.

დეკლარაციის მიხედვით, თეიმურაზ ხომერიკი ფლობს ორ ავტომობილს, კერძოდ, Nissan 200SX-ს, რომელშიც 2003 წელს 1750 ევრო აქვს გადახდილი, ასევე, მემკვიდრეობით გადაცემულ MERCEDES B200.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, სებ-ის საბჭოს ახალი წევრი დოკუმენტის შევსების მომენტში ფლობდა, „საქართველოს ბანკის“ ბარათებზე - 24 421 ლარს, 93 946 ლარს დანაზოგის სახით. ხოლო, "თიბისი ბანკის“ სახელფასოზე - 11 093 ლარს.

გარდა ამისა, დანაზოგს, 500 აშშ დოლარის ოდენობით.

ნინი ქეთელაური