სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2023 წელს საქართველოში 3 036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული. ხოლო 2012 წლიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით სუროგაციის გზით საქართველოში 5 393 ბავშვი დაიბადა.
სუროგატი დედებისთვის გადასახდელი თანხა საქართველოში საშუალოდ 25 ათასი ევროს ფარგლებში მერყეობს. მაგალითად, რამდენიმე ცენტრში სუროგაციის პროგრამაში მონაწილე სუროგატი დედისთვის გასაცემი თანხა ასე გამოიყურება:
ამასთანავე, 1-ელ მარტს გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.
შეგახსენებთ, იქამდე მთავრობას დაგეგმილი ჰქონდა, საქართველოში უცხოელებისთვის ინვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია აკრძალულიყო და ამ გზით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შესძლებოდათ ბავშვის გაჩენა. აღნიშნულთან დაკავშირებით გასულ წელს პარლამენტში კანონპროექტიც დაინიცირდა, თუმცა, სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მოიხსნა.
იხილეთ ასევე: რა ღირს მშობიარობა საქართველოში