მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემების, კლიმატის ცვლილებისა და დაავადებების გამო, მსოფლიოში ბანანი ძვირდება. როგორც BBC-ის ექსპერტები ვარაუდობენ, ფასები კიდევ გაიზრდება და ის ძველ ნიშნულს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ დაუბრუნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს ზოგ ქვეყანაში ამ ხილის დეფიციტიც კი შეიქმნა.
ბანანი ერთ-ერთი ყველაზე იმპორტირებადი პროდუქტია მსოფლიოში. საკმაოდ მაღალია მასზე მოთხოვნა საქართველოშიც. ამაზე საქსტატის იანვრის მონაცემებიც კი მიუთითებს, რომლის მიხედვითაც წელს ერთ თვეში საქართველოში იმპორტირებული პროდუქტის მოცულობამ 3,598 მლნ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 1,971 მლნ დოლარი, ზრდა 82,5%-ს შეადგენს. რაოდენობრივად კი წელს ქვეყანამ 4 244 910 კილოგრამი ბანანი იყიდა (ერთი კილოგრამის საშუალო ფასი 0,85 ლარი) 2022 წლის იანვარში კი 2 322 010 კილოგრამი (საშუალო ფასი 0,85 ლარი).
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველომ ბანანის თითქმის 99,9% ეკვადორში შეიძინა - 3,596 მლნ დოლარის ღირებულების 4 244 450 კილოგრამი. ძალიან მცირე რაოდენობით პროდუქტი შემოვიდა ირანიდან და ნიდერლანდებიდან.
რაც შეეხება 2023 წლის მთლიან მაჩვენებელს, შარშან საქართველოში იმპორტირებული იქნა 34,281 მლნ დოლარის ღირებულების 40 148 470 კილოგრამი ბანანი.
იხილეთ ასევე: BBC - ბანანი გაძვირდება და აღარასდროს გაიაფდება