თბილისის მერიის ინფორმაციით, ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეტრო გვიანობამდე იმუშავებს.
„ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით, გახანგრძლივებული დროით იმუშავებს რამდენიმე ნომერი ავტობუსიც.
იხილეთ ასევე: რა ნომერი ავტობუსები იმუშავებენ დღეს თბილისში გახანგრძლივებული დროით