მსოფლიოს 2025 წლის საუკეთესო უნივერსიტეტი აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც რეიტინგში 13 წლის განმავლობაში ლიდერობს. ახალი, რიგით 21-ე რეიტინგი სარეიტინგო სააგენტო Quacquarelli Symonds-მა (QS) ივნისში გამოაქვეყნა, რომელიც 105 ქვეყნის 1 500-ზე მეტ უნივერსიტეტს მოიცავს.
QS-ის რეიტინგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ისეთ მახასიათებლებს ითვალისწინებს, როგორიც არის რეპუტაცია სამეცნიერო საზოგადოებასა და დამსაქმებლებს შორის, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა, საერთაშორისო კავშირები, პროფესორებისა და სტუდენტების თანაფარდობა, სამეცნიერო პუბლიკაციების ციტირება, უცხოელი სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობა, ასევე, კურსდამთავრებულთა კარიერული წარმატება.
სიაში ყველაზე მეტი (196) ამერიკული უნივერსიტეტი, შემდეგ კი ბრიტანული (90) და ჩინური (71) უმაღლესი სასწავლებელია. რეიტინგის ტოპ 5-ეულში მხოლოდ ბრიტანული და ამერიკული უნივერსიტეტები მოხვდნენ. ოდნავ დაბლა, პირველ და მეორე ათეულში შვეიცარიის, სინგაპურის, ავსტრალიისა და ჩინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ხოლო მესამე ათეულში კანადის, საფრანგეთისა და გერმანიის უნივერსიტეტებია. ამ ქვეყნების, ასევე იაპონიის, სამხრეთ კორეისა და დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოთა უმაღლესი სასწავლებლები QS-ის საერთო რეიტინგის უმრავლესობას შეადგენენ.
მსოფლიოს 2025 წლის ტოპ-10 საუკეთესო უნივერსიტეტია:
ცნობისთვის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი QS-ის რეიტინგში 791-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ თსუ-მ, შარშან გამოქვეყნებულ 2024 წლის რეიტინგთან შედარებით, ახლა სიაში ზევით 10 პოზიციით გადაიწია და 801-დან 791 ადგილამდე დაწინაურდა. საქართველო სამხრეთ კავკასიაში ლიდერია და თურქეთსაც უსწრებს. თუმცა 300 პოზიციაზე მეტად ჩამორჩება რუსეთის ყველაზე დაბალრეიტინგიან სასწავლებელს. კერძოდ, საქართველოს 10 პოზიციით ჩამორჩება და 801-ე ადგილზეა ანკარის უნივერსიტეტი, ხოლო ერევნისა და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტები, შესაბამისად, 901-ე და 951-ე ადგილებზე არიან.
იხილეთ ამავე თემაზე: რომელ ადგილზეა თსუ მსოფლიოს 1,500-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელს შორის - QS-ის 2025 წლის რეიტინგი
მოამზადა ლადო სულაბერიძემ