რა ქონებით მოვიდა თანამდებობაზე ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი

გაერთიანებულმა სამეფომ საყოველთაო არჩევნების შედეგად ახალ პრემიერად კეირ სტარმერი აირჩია. სტარმერმა საკუთარი სახლიდან გადაინაცვლა პრემიერის რეზიდენციაში, რომელიც ლონდონში, დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში მდებარეობს.

პრეზიდენტის რეზიდენტია პირველი კლასის ნაგებობაა. შენობა 300 წელზე მეტი ხნისაა, აერთიანებს 100-მდე ოთახს და ცნობილია შავი კარით, რომლის წინაც წლების განმავლობაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრები სიტყვით გამოდიან.

უცხოური მედია წერს, რომ პრემიერის ოჯახი, როგორც წესი, შენობის მესამე სართულზე ცხოვრობს, დანარჩენი სივრცეები კი საქმიანი ვიზიტებისა და საოფისე ფართებისთვის არის დათმობილი.

მედიის ცნობითვე, სტარმერის ოჯახს რეზიდენტია განახლებული დახვდებათ, რადგან წინა პრემიერის, სუნაკების ოჯახმა რეზიდენციის ინტერიერი განაახლა, შეიძინეს ახალი ხალიჩები, ფარდები, დივნები და სხვა შიდა ინტერიერისთვის საჭირო დეტალები.

das-1720368386.jpg

ვინ არის ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი

61 წლის პოლიტიკოსი კენტისა და სურეიში გაიზარდა. ორივე მათგანი სამხრეთ ინგლისში, დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს. ზოგიერთი მედია წერს, რომ სტარმერს ლეიბორისტების პირველი ლიდერის, კეირ ჰარდის პატივსაცემად დაარქვეს სახელი, თუმცა აღნიშნული ოფიციალურად ოჯახს არასდროს დაუდასტურებია.

როგორც უცხოური მედია წერს, სტარმერის ლონდონის ერთ-ერთ მდიდარ კონსერვატიულ გარეუბანში გაიზარდა, მისი ოჯახი კი სოციალური ლიბერალიზამის მიმდევარი იყო. მამამისი ქარხანაში ხელსაწყოების მწარმოებლად მუშაობდა, დედამისი იყო მედდა, „სტილის სინდრომს“ წლების განმავლობაში ებრძოდა. ახალ პრემიერი არჩევნების მოგებამდე მეუღლესა და ორ შვილთან ერთად კენტიშ თაუნში ცხოვრობდა.

ლიდსის უნივერსიტეტსა და ოქსფორდის სენტ ედმუნდ ჰოლში გატარებული წლების შემდეგ, დაბრუნდა ლონდონში და პერიოდულად ქალაქის ჩრდილოეთით სხვადასხვა უბანში ცხოვრობდა. ის 16 წლის ასაკში შეუერთდა ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ფრთას.

მოგვიანებით სტარმერი გახდა ადამიანის უფლებათა დამცველი. ადვოკატად დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, შემდეგ კარიერა პროკურორის რანგში განაგრძო და 5 წელი იმუშავა ინგლისისა და უელსის საჯარო პროკურორის დირექტორად.

როგორც მედია წერს, სტარმერი წლების წინ მოითხოვდა ბრიტანეთში მონარქიის გაუქმებას, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მაშინდელი უელსის პრინცის ჩარლზის წინაშე ჩაიმუხლა რაინდად კურთხევის დროს. ცნობისთვის, 2014 წელს სტარმერს ერთი-ერთი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმისთვის რაინდის წოდება მიანიჭეს. სტარმერი ახლა უკვე მეფე ჩარლზმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერად ოფიციალურად დანიშნა.

საპარლამენტო კარიერა

სტარმერი 2015 წელს შედის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში. ხუთი წლის შემდეგ კი, 2020 წელს ლეიბორისტული პარტიის ლიდერად აირჩიეს.

სტარმერი 2020 წლიდან რიში სუნაკის მთავარ კონკურენტად ითვლებოდა. 2024 წლის 5 ივლისს, პარასკევს, არჩევნების შედეგად, არჩევნებში გაიმარჯვა სტარმერმა და წინამორბედის, ადგილი დაიკავა.

starmeridarishi-1720368353.jpg

სტარმერი პირველი ლეიბორისტი ლიდერია გაერთიანებული სამეფოს თითქმის ბოლო 20 წლის განმავლობაში, ვინც პრემიერის პოსტი დაიკავა. ცნობისთვის, ბოლოს ბრიტანეთს ლეიბორისტი პრემიერი, ტონი ბლერი 2005 წელს ჰყავდა. მედია წერს, რომ გასული საუკუნეების განმავლობაშიც, ხელისუფლების სათავეში ლეიბორისტები ოპოზიციაში უფრო ხშირად იყვნენ, ვიდრე ხელისუფლებაში.

რას ჰპირდება ბრიტანელებს

უცხოური მედია წერს, რომ სტარმერმა კონსერვატიული პარტიის 14 წლიანი მმართველობის, მღელვარე ბრექსიტის, ბორის ჯონსონის მმართველობის და მის მემკვიდრე ლიზ ტრუსის ეკონომიკური არასტაბილურობითა და მმართველი პარტიის დაშვებული შეცდომებით „ისარგებლა“.

სტარმერი ბრიტანელებს ჰპირდება, რომ აღადგენს მთავრობის კომპეტენციას, განახორციელებს რკინიგზისა და კომუნალური კომპანიების ნაციონალიზაციას, დააწესებს მინიმალურ ხელფასს, კერძო სკოლებისთვის სწავლის გადასახადს, ჯანდაცვის სისტემას გააუმჯობესებს და საჯარო სკოლებში უფასო საუზმე იქნება. ამასთანავე, სტარმერი მოქალაქეებს 2030 წლისთვის გაზისა და დიზელის მანქანების გაყიდვის აკრძალვას ჰპირდება.

NPR-ი წერს, რომ სტარმერის არჩევა „ბრიტანეთს ევროპის საპირისპირო ტრაექტორიაზე აყენებს, სადაც შემაშფოთებელია ულტრამემარჯვენეების აღზევება“. თავის მხრივ, ახალი პრემიერის პარტიის კიდევ ერთი დაპირებაა ევროპასთან ურთიერთობების გაუმჯობესება.

როგორია სტარმერის ქონებრივი მდგომარეობა

Business Today იუწყება, რომ მისი ქონება, სავარაუდოდ, 10-15 მილიონი ფუნტის ფარგლებში მერყეობს, რაც სტარმერმა იურიდიული კარიერით, პარლამენტის ხელფასითა და სტრატეგიული ინვესტიციებით დააგროვა ლონდონსა და სურეიში.

star-1720368457.jpg

მის საკუთრებაშია კენტიშ თაუნში მდებარე რეზიდენტია, რომელიც 2004 წელს 600 ათას ფუნტად იყიდა. ზოგი მედია კი წერს, რომ თავდაპირველი ღირებულება 650 000 ფუნტი იყო. The Daily Mail-ის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, სახლის ღირებულება 1 მლნ ფუნტს შეადგენდა.

გარდა ამისა, სტარმერის საკუთრებაშია სურეიში 7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო 1996 წელს. საერთაშორისო მედიები წერენ, რომ აღნიშნული მიწის ღირებულება 10 მილიონ ფუნტამდეა.

იხილეთ ასევე: რა ქონებით დატოვა რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი

მერი ტაბატაძე