ევროკავშირის მიერ შემოღებული საიმპორტო გადასახადები, რომლებიც ჩინურ ელექტრომობილებს შეეხება, შესაძლოა, ევროპაში ჩინური ინვესტიციების შემცირების მიზეზი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინური მანქანათმშენებლობისა და ელექტრონული პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო პალატამ გაავრცელა.
განცხადების ავტორებმა აღნიშნეს, რომ ბევრმა ჩინურმა ავტომწარმოებელმა დაიწყო ან გეგმავდა ინვესტირებას ევროპაში, სანამ ევროკავშირი დაიწყებდა გამოძიებას ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე.
მაგრამ ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ ტარიფების დაწესების შესახებ, ელექტრომობილების ბევრმა ჩინელმა მწარმოებელმა გამოთქვა შეშფოთება, რომ მათი ინვესტიციები ევროპაში შესაძლოა, ევროკომისიის განხილვის ქვეშ მოხვდეს, ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ჩინური კომპანიები დააკვირდებიან სიტუაციას და ევროპაში ინვესტიციების რისკს ამის მიხედვით განსაზღვრავენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისიდან ევროკომისიამ ევროკავშირში ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დროებითი დამატებითი გადასახადები შემოიღო. მარეგულირებელმა დაასკვნა, რომ ელექტრომობილების ღირებულების ჯაჭვები ჩინეთში უსამართლო სუბსიდიებით სარგებლობენ. ევროკომისიის ცნობით, ეს ევროპელ ელექტრომობილების მწარმოებლებს ეკონომიკურ ზიანს აყენებს.
იხილეთ ასევე: საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილების 50% აშშ-ზე მოდის - სად რამდენად ვყიდულობთ