საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 21 აგვისტოს ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზის კმ21.5-კმ25.5 მონაკვეთზეა ჩასატარებელი.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალში შედის: მოსამზადებელი სამუშაოები; ბაზის მოწყობა სამშენებლო მოედანზე; მიწის ვაკისის მოწყობა; რკინაბეტონის ღარის მოწყობა; რკინაბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა; არსებული სახიდე გადასასვლელების შეკეთება; გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა; გზის კუთვნილება და მოწყობილობა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 940 426 ლარია.
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი და გარანტიის ოდენობა 179 404 ლარია.
წინადადებების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება და 25 ოქტომბერს დასრულდება.
იხილეთ ასევე: თუშეთის გზაზე უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის გამოცხადებული 17.9-მილიონიანი ტენდერი არ შედგა