TOP-10 კომპანია საქართველოში, სადაც ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-მეტია.

საქსტატის ცნობით, ზრდა განპირობებულია ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით. მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა, ჯამურად მიმდინარე წლის ექვს თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები 34%-ით არის შემცირებული.

უფრო კონკრეტულად, იანვარ-ივნისში საქართველოში ჯამში, 768.6 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევარში 1.165 მლრდ დოლარი იყო. დავინტერესდით იმ კომპანიებით, სადაც მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ „საქსტატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კომპანიების ათეული ასე გამოყურება:

  • „აიდიეს ბორჯომი საქართველო“,
  • შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“;
  • შპს „თბილისი ენერჯი“;
  • სს „ენერგო - პრო ჯორჯია“;
  • შპს „ტავ ურბან საქართველო“;
  • შპს „ტოიოტა კავკასია“;
  • შპს „აჭარა ტექსტილე“;
  • შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“;
  • სს „ბიჯეო ჯგუფი“;
  • სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“;
  • შპს „სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი“.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

იხილეთ ასევე:

„არ ვიცი საამაყო რა გვაქვს - მე-2 კვარტალში ინვესტიციების 10%-ანი ზრდა, ბევრი არაფერია“

მერი ტაბატაძე