თბილისში, ერეკლე მეფის ძეგლის განთავსებაზე 955 ათასი ლარი დაიხარჯება

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლის განთავსება იგეგმება. მისი დამზადება კი 955 000 ათასი ლარი დაჯდება, - ამის შესახებ ირკვევა მთავრობის განკარგულებიდან, რომელიც 9 სექტემბრით თარიღდება.

დოკუმენტის თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროს უნდა გამოუყოს.

ამასთან, კულტურის სამინისტროს მხატვრისა და მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ნამუშევრების მიხედვით, ძეგლის დამზადებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაევალა.

იხილეთ ასევე: კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეფის ძეგლი განთავსდება

მერი ტაბატაძე