დეპუტატი რომან კაკულია მიიჩნევს, რომ რუსეთთან, სავარაუდოდ, 6 თვეში ფრენების აღდგენა საქართველო-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგია.
როგორც კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთს აქვს გარკვეული ნიშა ვაჭრობის მიმართულებით და ეს ნიშა მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული.
„ფრენების აღდგენა უნდა განვიხილოთ, როგორც ამ (საგარეო საქმეთა მინისტრების) შეხვედრის გაგრძელება. ფრენების აღდგენა მოუტანს საქართველოს იმას, რაც დაკარგა ამ უკანასკნელ პერიოდში: ტურისტების ნაკადს, შემოსავლებს, რომელმაც იმოქმედა ლარსა და ეკონომიკაზე და მის შემდგომ კიდევ უფრო განვითარებაზე, იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი სავაჭრო პარტნიორიც არის. მიუხედავად იმისა, რომ რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს დივერსიფიცირება ჩვენი სავაჭორო პარტნიორების და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რუსეთს თავისი ნიშა ვაჭრობაში აქვს და ეს ნიშა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული", - განაცხადა რომან კაკულიამ.