თბილისში, დიღომში იყიდება კერძო სახლი, რომლის ღირებულებაც 10 399 900 ლარია (3 500 000 დოლარი).
როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 700 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 4536 კვ.მ.
სახლს ჯამში 17 ოთახი აქვს, აქედან 6-საძინებელია.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშული, სახლი ახალაშენებული და გარემონტებულია. აქვს როგორც შიდა, ისე გარე სამზარეულო, ასევე, აუზი და ჩანჩქერი.
რაც შეეხება ეზოს, როგორც SS.ge-ზეა აღნიშული, გაშენებულია ვაზი და სხვადასხვა სახის დეკორატიული მცენარე.