"მთავრობასთან გაგზავნილი გვაქვს წინადადება, რა უნდა ჩაიწეროს ხელშეკრულებაში, რათა SSA Marine-მ თავი კომფორტულად იგრძნოს"

მთავრობასთან გაგზავნილი გვაქვს კონკრეტული წინადადება, რა უნდა ჩაიწეროს ხელშეკრულებაში, რათა SSA Marine-მ კომფორტულად იგრძნოს თავი - ვფიქრობთ, ერთობლივი ძალებით შეიძლება გამოსავლის გამონახვა, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან უპასუხა “ინტერპრესნიუსის“ კითხვას, თუ როგორია SSA Marine-ის დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ წინადადებაზე, პროექტი ექსკლუზიური იყოს, მთავრობამ უარი განაცხადა.

„ჩვენ გუშინ აღვნიშნეთ, რომ სიტყვა „ექსკლუზივი“ მთავრობიდან გამომდინარეობს. მე ვფიქრობ, არის კონკრეტული წინადადება, რომელიც უკვე შეთავაზებულიცაა მთავრობასთან, გაგზავნილი გვაქვს კონკრეტული წინადადება, რა უნდა ჩაიწეროს ხელშეკრულებაში, იმისთვის, რომ SSA Marine-მ კომფორტულად იგრძნოს თავი. ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი ის საკითხი, რაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადაჭრადია და ერთობლივი ძალებით შეიძლება გამოსავლის გამონახვა“, - განაცხადა ახვლედიანმა.

„ანაკლიის კონსორციუმი“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას მიესალმება და მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევს
"მთავრობის ქმედებები შეუძლებელს ხდის დოკუმენტების შექმნას, რომელზეც  დღეს იძახიან, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წარსადგენი აქვს"
"ივანიშვილი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არაფორმალურ მმართველს ემორჩილება, ანაკლიის პროექტის პოლიტიკურ საბოტაჟს ახორციელებს"