1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9515 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9515 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9661 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0146 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2835 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2965 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0130 ლარი შეადგინა.