ნარიყალას ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომელიც ციხის რეაბილიტაციასა და გრუნტის შემაკავებელი კედლის პროექტის მომზადებას ეხება.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 22 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 225 ათასი ლარია.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად კი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 თვეა განსაზღვრული.