ჩვენ დაწყებული გვაქვს მეტროს მოდერნიზება, მოწესრიგება და არსებული ვაგონების განახლება.
უახლოეს მომავალში ვაპირებთ გამოვაცხადოთ ტენდერი და შევიძინოთ ახალი 40 ვაგონი დედაქალაქისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა დაპირება შეასრულონ.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად ეს მიმართულება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ პროექტების განხორციელებას. 2020 წელი იქნება განსაკუთრებული ჩვენი ქალაქისთვის. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ყველა ვიამაყებთ ჩვენი ქალაქით, იმ პროექტებით, რომლებიც განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.