მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 26 თებერვალს დაიწყება და 2 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 723 780 ლარია.
„ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს სადგურის ღია ბაქნის (პლატფორმის) გადახურვას ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისაგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით.
მიმწოდებელი ვალდებულია მშენებლობის პროცესში იხელმძღვანელოს მშენებლობის ორგანიზაციის პროექტით მოცემული პირობების სრული დაცვით. სამუშაოები აუცილებელია წარიმართოს დამტკიცებული პროექტის სრული შესაბამისობით,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.