საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაასაჯაროვა ფრენების განრიგი - თუ რა მიმართულებებზე დაინიშნა სპეცრეისები.
მისი თქმით, ამ ეტაპზე გასაჯაროვდა უახლოეს ორ კვირის განრიგი, თუმცა, მთავრობა მუშაობს რომ სხვა ქვეყნებიდანაც განხორციელდეს სპეცრეისებით მოქალაქეების ჩამოყვანა.
ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი ასე გამოიყურება:
ამასთან, ზალკალიანის თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, სპეცრეისის ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ავიაკომპანიამ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად სპეცრეისებს ასრულებს, ბილეთის ფასის „ეს ჭერი შეინარჩუნოს“.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ეს უნდა დაიცვას ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ავიარეისებს. გვესმის, რომ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია ეს ჭერი მტკიცედ და მყარად იყოს დაცული ავიაკომპანიის მიერ.
ჩვენი ყველა საელჩო 24 საათიან რეჟიმში აგროვებს ინფორმაციას და ამ ინფორმაციის ანალიზის და გადამუშავების შედეგად, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ავიაკომპანიასთან ერთად, ეტაპობრივად დავგეგმავთ სხვა მიმართულების სპეცრეისებსაც,“ - განაცხადა ზალკალიანმა.