მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, სასურსათო მარაგი მარნეულში შეუფერხებლად შედის.
როგორც დარგალმა ჟურნალისტებს განუცხადა, სურსათით მომარაგების პრობლემა რეგიონში არ არის.
„მარაგი ჩვეულებრივად შემოდის, კოორდინირებულად ვმუშაობთ ქსელებთან და მარაგის პრობლემა არც ერთი მიმართულებით მარნეულში არ არის“, - განაცხადა დარგალმა.
რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას, მარნეულის მერის განცხადებით, მოსახლეობას საგანგებო ვითარების შესახებ ინფორმაცია კვლავ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მიეწოდებათ. გარდა ამისა, ზაურ დარგალის თქმით, ბანკებთან შეინიშნება ხალხმრავლობა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზედამხედველობის სამსახური წარმომადგენები აკონტროლებენ.
„ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა, ასევე სოფლებშიც. ახალ პირობებთან დაკავშირებით აქტიურად ვავრცელებთ ინფორმაციებს როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ბანკებთან არის ხალხმრავლობა, თუმცა, იქ იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამიისტროს წარმომადგენლები, ასევე ზედამხედველობის წარმომადგენლები და ის რეკომენდაციები და საჭირო დისტანცია დაცულია“, - განაცხადა დარგალმა.