„სამუშაო დრო შეგვიმცირდა, თუმცა თანამშრომლების რაოდენობა გავზარდეთ“ - რა გავლენა იქონია კორონავირუსმა „ბიუ-ბიუს“ მუშაობაზე

„სამუშაო დრო შეგვიმცირდა, თუმცა თანამშრომლების რაოდენობა გავზარდეთ“,- ამის შესახებ კომპანია „ჩირინას“ ხელმძღვანელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გამო ტექნიკური სირთულეები შეიქმნა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მათი პროდუქცია პირველადი მოხმარების კატეგორიაშია, მოთხოვნა არ შემცირებულა.

როგორც რევაზ ვაშაკიძე ამბობს, ჯიხურების სამუშაო გრაფიკი საღამოს 9 საათის ნაცვლად, ახლა უკვე 7 საათზე სრულდება.

„წარმოება არ შეგვიმცირებია, უბრალოდ, კორონავირუსის და საგანგებო მდგომარეობს გამო, ცოტა ტექნიკურმა სირთულეებმა იჩინა თავი. როგორ იცით, ჩვენი გვაქვს 24-საათიანი წარმოება და ხალხის ტრანსპორტირება, ჯიხურების მომარაგება, სირთულებთან არის დაკავშირებული.

ამასთანავე, შეგვიმცრდა სამუშაო დრო, თუ ჩვენი ჯიხურები 21 საათამდე მუშაობდა, ახლა 19 საათამდე ვართ. თუმცა, თანამშრომლების რაოდეობა არ შეგვიმცირებია, პირიქით, მარტში გავხსენით „სართიჭალა 3“ და იქ დამატებით, დაახლოებით, 60 ადამიანი დავასაქმეთ.

სხვა მხრივ, ჩვენი პროდუქტი ერთ-ერთი პირველადი მოხმარების არის და მოთხოვნა არ შემცირებულა“,- აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

ნინი ქეთელაური
როგორ იმოქმედა კორონავირუსმა სასტუმრო ბიზნესზე - Cushman& Wakefield ანგარიში საქართველოსა და მსოფლიოზე
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 252-მდე გაიზარდა