დავით ზალკალიანი - ამ დროისთვის სამშობლოში საქართველოს 5 540 მოქალაქეა დაბრუნებული

უპირატესობა მიენიჭება, პირველ რიგში, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობდნენ საქართველოში დასაბრუნებენ ბილეთებს და დაწესებული შეზღუდვების გამო, ვერ შეძლეს სამშობლოში დაბრუნება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. იმ კრიტერიუმებზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ხელმძღვანელობს, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ უპირატესობა მიენიჭება ასევე იმ ადამიანებს, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ასევე ხანდაზმულებს, ორსულებსა და მცირეწლოვნებს.

„ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობა გაგრძელდება მომავალშიც და რა თქმა უნდა, უპირატესობა მიენიჭება, პირველ რიგში, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობდნენ საქართველოში დასაბრუნებელ ბილეთებს და დაწესებული შეზღუდვების გამო, ვერ შეძლეს სამშობლოში დაბრუნება; ასევე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომაროების მქონე პირებს, ორსულ ქალბატონებს, ხანდაზმულ პირებს, ოჯახებს მცირეწლოვანი ბავშვებით, სტუდენტებს, ვისაც შეუწყდათ სტიპენდია და დაფინანსება და პირებს, რომლებიც ადგილსამყოფელ ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების გამო დარჩნენ თავშესაფრისა და პირველადი საჭიროების შესაძლებლობის გარეშე; ასევე პირებს, რომლებიც პირად საკუთრებაში ან საქართველოში ჩამოსაყვანად შეძენელი არსებული ავტოსატრასპორტო საშუალებით მიემგზავრებოდნენ და სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გამო, ვერ ახერხებდნენ დაბრუნებას”, - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სამშობლოში საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებით ორი რეისი - თბილისი-მადრიდი-თბილისისა და თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით დაინიშნა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში საქართველოს 5 540 მოქალაქეა დაბრუნებული.

„დღევანდელი მონაცემებით, 5540 მოქალაქე უკვე ორგანიზებულად დაბრუნდა სამშობლოში და ამასთან ერთად საქართველოს საელჩოებმა და საკონსულოებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 4 051 მოქალაქეს. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე ვიმსჯელეთ ასევე კიდევ დამატებითი რეისების განხორციელების შესაძლებლობაზე. დღევანდელ საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატოს და მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ 30 აპრილს განხორცილდება ახალი რეისი თბილისი-მადრიდი-თბილისის მიმართლებით, ხოლო 2 მაისს განხორციელდება რეისი თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით. ეს არის ის ორი ახალი რეისი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, დაბრუნდნენ სამშობლოში”, - განაცხადა ზალკალიანმა.

ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, თუ რატომ შეამცირა ჯანდაცვის სამინისტრომ პირბადეების შეკვეთა 500 000 ცალიდან 100 000-მდე
აზიის განვითარების ბანკი covid-19-ის საპასუხო პაკეტს 20 მილიარდ დოლარამდე ასამმაგებს
კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი გრძელდება